top of page
გალერეა

                                        ჩვენი მასწავლებლები

ლონდა ხაბურძანია (ქართული ენა და ლიტერატურა)

ლონდა დაიბადა 1972 წელს ქ. ზუგდიდში.  სწავლობდა   თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის  ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რისი დამთავრების შემდეგაც  მუშაობდა მასწავლებლად ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. მოგვიანებით ლონდა სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

    ლონდას ბავშვობიდანვე მოჰყვება  ქართული ენისა და ლიტერატურისადმი  დიდი ინტერესი და  სიყვარული. იგი თავის ოჯახთან ერთად  უკვე 12 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს  და მას ეს სიყვარული არც ემიგრაციაში  განელებია. ლონდას დამსახურეებაა ის, რომ მისი სამი შვილი  საუცხოოდ მეტყველებს ქართულად. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში ცხოვრების დროს ლონდა იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებსაც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.
    ლონდას კარგად აქვს გაცნობიერებული უხოეთში ქართული ენის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები და მოწოდებულია თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქართული სკოლის არსებობაში და პატარა ემიგრანტ ქართველებს შეაყვაროს და ასწავლოს  მშობლიური ენა. 

ეკა ინგლიშ   

ეკა ინგლიშ დაიბადა 1974 წელს. დაამთავრა ქუთაისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2006 წელს გათხოვდა და საცხოვრებლად გადმოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეკას ბავშვებთან მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად  და ბავშვთა კლუბების ხელმძღვანელად. ამავე დროს, მას აქვს უსახლკარო  და პრობლემატურ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ამჟამად იგი სამი შვილის დედაა და დიასახლისია.

რუსო კაკალაშვილი  (დაწყებითი კლასი)

 

გიორგი ტყაბლაძე    (ხელოვნება)

გიორგი ქუთაისში დაიბადა. მან დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების ტექნიკუმი და სამხატვრო აკადემია. მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. იგი ასწავლიდა ქანდაკებას, კომპოზიციასა და ფერწერას, იქვე. იგი თავმჯდომარეობდა ახალგაზრდა მოქანდაკეთა კავშირს. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვევა მიიღო, გადაწყვიტა დარჩენა და ხელოვნების კარიერის გაგრძელება. დღეს  გიორგი მეუღლესთან ერთად ასწავლის ქანდაკებას, ქვის თლასა,  ხის დამუშავებასა და ყალიბების ჩამოსხმას ალექსანდრიაში, ხელოვნების სკოლაში. 1993 წლიდან გიორგის მონაწილეობა აქვს მიღებული 60 გამოფენაში, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და გრანტი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზებში და კერძო კოლექციებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, ინგლისში და საქართველოში. 

 შეგიძლიათ მისი ნამუშევრები ნახოთ ამ ბმულზე:

http://www.giatkabladze.com

თეა ოქროპირიძე   (ხელოვნება)

თეა თბილისში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა ქანდაკების განყოფილება ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში. სწავლა განაგრძო კულტურისა და ხელოვნების უნივერსტეტში კერამიკის განყოფილებაზე, რის შემდეგაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2004 წლიდან გადმოსახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  იმავე წელს ჩამოაყალიბა სტუდია მანასასში, ვირჯინიის შტატში. თეას მიღებული აქვს ხელოვნების ორი ხარისხი. იგი ასწავლის კერამიკის კლასებს ხელოვნების  სახელოსნოში ალექსანდრიასა და ლორტონში (ვირჯინია) . 1999 წლიდან მრავალ, ნაციონალურ და საერთაშორისო გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა - საქართველოში, ევროპაში და ამერიკაში.  მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: http://www.teatkabladze.com  

შოთა მიგინეიშვილი (მათემატიკა)

შოთა 1972 წელს დაიბადა თბილისში.  არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებითა და გავლენით, შოთა პატარაობიდანვე დაინტერესდა მათემატიკური მეცნიერებით, რაც მისი ცხოვრების მთავარი გზა გახდა. მან თბილისის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება დაამთავრა, სადოქტორო და სამაგისტრო ხარისხი კი ვენის, (ავსტრია) უნივერსიტეტში აიღო, ეკონომიკისა და კვანტური ფინანსების განყოფილებაში. ასევე, ამავე უნივერსიტეტის ფინანსურ ფაკულტეტზე ასწავლიდა ფინანსებს. შოთას მიაჩნია, რომ მათემატიკა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია. თანამედროვე  ბუნებრივი და სოციალური დისციპლინები მათემატიკური საფუძვლების ცოდნას მოითხოვს.  საყურადღებოა, რომ ამერიკული სკოლები და უნივერსიტეტები ფრიად აფასებენ ანალიტიკურ აზროვნებას. შოთას სწავლების პრინციპია --  ანალიტიკური აზროვნების განვითარება მათემატიკური მეცნიერების გამოყენებით. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარებთან მუშაობა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა, რათა ბავშვები, სამომავლოდ, წარმატებულნი იყვნენ.

მამა იოსები (რამიშვილი)   (სარწმუნოება)

მამა იოსები დაიბადა თბილისში. დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი,  თეატრალური ინსტიტუტი  კინორეჟისორის განხრით, ოდესის (უკრაინა) სულიერო სემინარია,  რატგერსის (ნიუ ჯერსი) ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც ახლა მუშაობს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. იგი ოთხი შვილის მამაა. მამა იოსები 2010 წელს გადმოვიდა ქართულ ეკლესიაში ამერიკული მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სადაც 13 წელი მსახურობდა. მეტროპოლიტმა დიმიტრიმ აკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად ცხიმვანას მონასტერში, საქართველოში. მას მიაჩნია, რომ ბავშვების წარმატებულად გაზრდისათვის საჭიროა გონებრივად და ზნეობრივად გაწონასწორებული გარემო, რაც მხოლოდდამხოლოდ სარწმუნოებით მიიღწევა. მისი აზრით, სარწმუნოება ზუსტად ის გამაერთიანებელი ძალაა, რაც  ქართველ ბავშვებს  გაუღვივებს საქართველოს სიყვარულს და შეუნარჩუნებს ქართულ მეობას.

ირაკლი ხობელია (ქართული ცეკვა)

 

 ვერონიკა მეთონიძე (ქართული ცეკვა)

 

bottom of page