ქართული აკადემიის შესახებ

სიამოვნებით გაუწყებთ ქართული სკოლის ჩამოყალიბებას ვაშინგტონის მეტრო არეაში. სკოლის მიზანია ქართველი ბავშვების განათლებისა და მათში ქართული მდიდარი კულტურის ცოდნისა და სიყვარულის ჩანერგვა. სკოლის წარმატება დამოკიდებულია ჩვენი ბავშვების მონდომებაზე, მშობლების პასუხისმგებლობაზე და მასწავლებლების პროფესიონალიზმზე.  ჩვენი სკოლის მასწავლებლები ნიჭიერი, თავდადებული და გამოცდილი პროფესიონალები არიან. ისინი მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, რათა ბავშვები დააინტერესონ სხვადასხვა დისციპლინებში. პატივი მაქვს, თანადგომა გავუწიო მათ ამ მისიის შესრულებაში. ჩვენი სკოლა აერთიანებს ქართველ (და არაქართველ) ბავშვებს მშობლიური ენით, ისტორიით, კულტურით, რელიგიით.

 

თუ გვესტუმრებით, სიხარულით გაგაცნობთ ჩვენს ქართულ სკოლას,  მასწავლებლებს და ბავშვებს.  პასუხს დავცემთ ყველა შეკითხვას.

 

პატივისცემით,

 

თამარ კალანდია,

სკოლის დირექტორი

ჩვენი მსოფლმხედველობა

რამდენადაც  პატარა ხალხი ვართ და პატარა დიასპორა გვაქვს, გვჯერა იმ წვლილისა, რომელიც შეგვიძლია  შევიტანოთ მომავალი თაობის ქართველი ამერიკელების ქართული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. მომავალი თაობის ქართველმა უნდა შეინარჩუნოს ძირძველი ისტორიული კულტურა, ისტორია, რელიგია და ენა.

ჩვენი ისტორია

ქართული აკადემია ჩამოყალიბდა 2013 წელს მონდომებული მშობლების, ვაშინგტონის წმ. თამარის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის დახმარებით, რათა ქართული ენის სწავლების პროგრამა მიეწოდოს სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებს.